ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაცია

სოციალური ბიზნესი

 

„ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაცია“ გეგმავს ააშენოს მცირე ზომის კვების ობიექტი (კაფე-სამზარეულო) მშობელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. კაფე-სამზარეულო ხელს შეუწყობს „მშობელთა სახლის“ მდგრად ფუნქციონირებას  დაფინანსების არ არსებობის შემთხვევაში. ეს იდეა ეფუძნება სოციალური ბიზნესის პრინციპებს და საერთაშორისო ორგანიზაცია Cure2Children-ის რეკომენდაციაა. ამ მიზნის მხარდასაჭერად გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც Cure2Children-ი ეხმარება ასოციაციას „მშობელთა სახლს“ ფუნქციონირებაში ავტონომიური დაფინანსების უზრუნველყოფამდე.
 
სოციალური ბიზნესის განვითარების მხარდასაჭერად „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“-ს მიერ საქველმოქმედო აქციის ფარგლებში შეგროვდა თანხა, რომლიც  საოციალური ბიზნესისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითრებისთვისაა გათვალისწინებული.
 
ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“-ს მიერ დაფინანსებულია პროექტი, რომელიც სახლის მდგრადი ფუნქციონირების მიზნით სოციალური ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.