ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაცია

მშობელთა სახლი

 

„ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაცია“-მ, მ. იაშვილის სახ. ბავშვთა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს ტიპის „მშობელთა სახლი“ ააშენა, რომელიც ხანგრძლივი მკურნალობის ქვეშ მყოფი  რეგიონებიდან ჩამოსული პაციენტებისა,  და მათი ოჯახის წევრებისთვისაა განკუთვნილი.
 
 
„მშობელთა სახლი“ ჰოლანდიური საქველმოქმედო ორგანიზაციის Cordaid-ის დაფინანსებით და ასევე „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ მხადაჭერით აშენდა. სახლის მიმდებარე ტერიტორიის  კეთილმოწყობაზე  თბილისის მერიამ იზრუნა.
 
„მშობელთა სახლ“-მა ფუნქციონირება 2010 წლის ივინისში ჩეხეთის განვითრების ფონდის მხარდაჭერით დაიწყო. ასოციაციას „მშობელთა სახლი“-ს ფუნქციონირებაში  ეხმარებიან: 
 
იტალიური საქველმოქმეო ორგანიზაცია Cure2Children;
 
ს/ს  თე-ლა-სი
 
ასოციაცია ახორციელებს ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“-ს პროექტს, რომელის მიზანია „მშობელთა სახლი“-ს მდგრადი ფუნქციონირბა. ლეიკემიითა და სხვა ონკო-ჰემატოლოგიური სენით შეპყრობილი ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის რთული პერიოდი (საშუალოდ 6 თვე) გაატარონ ოჯახურ გარემოში. საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს ტიპის სახლის არსებობა ეხმარება ოჯახს იყოს მუდმივ კონტაქტში ბავშვთან, რომელიც სტაციონარში მკურნალობს. ამასთანავე, ეს არის მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის,  რომლებიც უფასოდ ცხოვრობენ მშობლეთა სახლში.
 
 
სახლი კომფორტულად არის მოწყობილი, დამონტაჟებულია გათბობის სისტემა, არის პირდაპირი სატელეფონო კავშირი ონკო-ჰემატოლოგიურ განყოფილებსათან, ინტერნეტი. ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია ბიბლიოთეკა, სხვადასხვა სათამაშოები, ხშირად იგეგმება გასართობი ღონისძიებები. სახლში ცხოვრების პერიოდში პაციენტები და მათი ოჯახის წევრები უზრუნველყოფილნი არიან პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებით, ჰიგიენური საშუალებებით და თეთრეულით.
 
 
ბავშვები და მათი მშობლები ხანგრძლივი მკურნალობის პროცესში კომფორტულ გარემოში ცხოვრობენ.