ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაცია

განათლება

 

ინგლისური ენა:
 
ორგანიზაცია „ღია საზოგადოება საქართველო“-ს დაფინანსებით ასოციაცია 2011 წლის დეკემბრიდან ახორციელებს „მშობელთა სახლის“ მდგრადი ფუნქციონირების მხარდაჭერის პროექტს, რომლიც ასევე ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროგრამას, კერძოდ, ინგლისური ენის გაკვეთილების ჩატარებას. ეს არის ძალინ მნიშვნელოვანი სიახლე ონკო-ჰემატოლოგიური პაციენტებისთვის. მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია, ბავშვები  მკურნალობის პროცესში  კარგავენ განათლების შესაძლებლობას და მკურნალობის დასრულების შემდეგ ბევრ მათგანს უჭირს სწავლის პროცესში ჩართვა. ინგლისურის გაკვეთილები თითქმის ყველა ასაკის ბავშვისთვისაა გათვალისწინებული.
 
ეს ინიციატივა მიმართულია მკურნალობის დამთავრების შემდეგ ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართვისა და მათი სოციუმში ინტეგრაციის ხელშეწყობისკენ.