ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაცია

პროექტები

 

„ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაციის“ მიერ ხორციელდება სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროექტები. რომლებიც ორიენტირებულია ლეიკემიისა და სისხლის სისტემის მძიმე დაავადებების მქონე ბავშვების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
 
 
 
 
მშობელთა სახლი:
 
„ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაცია“-მ, მ. იაშვილის სახ. ბავშვთა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს ტიპის „მშობელთა სახლი“ ააშენა, რომელიც ხანგრძლივი მკურნალობის ქვეშ მყოფი  რეგიონებიდან ჩამოსული პაციენტებისა,  და მათი ოჯახის წევრებისთვისაა განკუთვნილი.
 
„მშობელთა სახლი“ ჰოლანდიური საქველმოქმედო ორგანიზაციის Cordaid-ის დაფინანსებით და ასევე „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ მხადაჭერით აშენდა. სახლის მიმდებარე ტერიტორიის  კეთილმოწყობაზე  თბილისის მერიამ იზრუნა.
 
 
 
 
 
სოციალური ბიზნესი:
 
„ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაცია“ გეგმავს ააშენოს მცირე ზომის კვების ობიექტი (კაფე-სამზარეულო) მშობელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. კაფე-სამზარეულო ხელს შეუწყობს „მშობელთა სახლის“ მდგრად ფუნქციონირებას  დაფინანსების არ არსებობის შემთხვევაში.. ეს იდეა ეფუძნება სოციალური ბიზნესის პრინციპებს და საერთაშორისო ორგანიზაცია Cure2Children-ის რეკომენდაციაა. ამ მიზნის მხარდასაჭერად გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც Cure2Children-ი ეხმარება ასოციაციას „მშობელთა სახლს“ ფუნქციონირებაში ავტონომიური დაფინანსების უზრუნველყოფამდე .
 
 
 
 
განათლება:
 
ინგლისური ენა:
ორგანიზაცია ღია საზოგადოება საქართველო-ს დაფინანსებით ასოციაცია 2011 წლის დეკემბრიდან ახორციელებს „მშობეთა სახლის“ მდგრადი ფუნქციონირების მხარდაჭერის პროექტს, რომლიც ასევე ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროგრამას, კერძოდ, ინგლისური ენის გაკვეთილების ჩატარებას. ეს არის ძალინ მნიშვნელოვანი სიახლე ონკო-ჰემატოლოგიური პაციენტებისთვის. მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია, ბავშვები  მკურნალობის პროცესში  კარგავენ განათლების შესაძლებლობას და მკურნალობის დასრულების შემდეგ ბევრ მათგანს უჭირს სწავლის პროცესში ჩართვა. ინგლისურის გაკვეთილები თითქმის ყველა ასაკის ბავშვისთვისაა გათვალისწინებული.
 
 
 
 
ფსიქოლოგიური მხარდაჭერა:
 
ორგანიზაცია ღია საზოგადოება საქართველო-ს დაფინანსებით ასოციაცია 2011 წლის დეკემბრიდან ახორციელებს „მშობელთა სახლის“ მდგრადი ფუნქციონირების ხმხარდაჭერის პროექტს, რომლის ფარგლებშიც პირველად საქართველოში  შესაძლებელი გახდა ონკო-ჰემატოლოგიური პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის აღმოჩენა. ფსიქოლოგი მუშაობს ბავშებთან მათი ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინებით შემუშავებული პროგრამით, რაც ითვალისწინებს მხარდაჭერას სხვადასხვა მანიპულაციების დროს, ქიმიოთერაპიის პროცესში ტკივილის შემსუბუქებასა და მედიკამენტებით პირობადებული ხასიათობრივი ცვლილებების მართვას.
 
 
 
 
საქველმოქმედო მარათონი:
 

2014 წლის 6 სექტემბერს საქართველოში,  დაბა სტეფანწმინდაში, ტარდება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მხარდასაჭერი საქველმოქმედო–სათავგადასავლო მარათონი. მარათონის სლოგანია – „ლეიკემია იკურნება“.

მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

შემოგვიერთდით და აქციეთ ქველმოქმედება თქვენი ჯანსაღი ცხოვრების წესად.

მარათონის შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია აქ: http://kazbegi-marathon.com/ 

მარათონის ორგანიზატორია შპს „ტურისტული სააგენტო Visit Georgia”