ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაცია

კითხვა - პასუხი

 

განა ბავშვები ავადდებიან კიბოთი?

სამწუხაროდ, ავადდებიან. სიმსივნით ავადდება ყოველი 60 000 ბავშვიდან ერთი.

 
 
ეს დიაგნოზი განაჩენია?
რასაკვირველია, არა. გაჯანმრთელების შანსი აქვთ დაავადებულ ბავშვთა 70%-ს. სიმსივნის ზოგიერთი ფორმის დროს 100%ს.
როგორ შეიძლება აღმოვუჩინოთ ბავშვს– განსაკუთრებით პატარას ავთვისებიანი სიმსივნე?
მართლაც, უხშირესად ეს საკმაოდ რთულია, მაგრამ თუ მშობელი ძალზედ ყურადღებიანია, ექიმები, რომლებსაც მშობლები მიმართავენ დახმარებისთვის კარგად იცნობენ ბავშვთა ონკოლოგიის პრობლემებს, შესაძლებელია ადრეულად დაისვას დიაგნოზი, რაც მნიშვნელივანია კარგი მკურნალობისთვის.
 
 
მართალია, რომ ჩერნობილის აუს კატასტროფის შემდეგ ბავშვთა ავადობა გაიზარდა?
სარწმუნო სტატისტიკური მონაცემები არ არსეობს.
 
 
არის თუ არა ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებები გადამდები?
ისევე როგორც მოზრდილები, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ბავშვები არ წარმოადგენენ საშიშროებას გარშემომყოფთათვის
 
 
გადაიცემა თუ არა ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებები შთამომავლობით?
ავთვისებიან სიმსივნეთა უმრავლესობა შთამომავლობით არ გადაიცემა, თუმცა ზოგიერთი მათგანი გენეტიკურად პირობადებული არიან
 
 
მაინც რისგან უჩნდებათ ბავშვებს ავთვისებიანი სიმსივნეები?
ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნის უმთავრეს ფაქტორად მაინც მიიჩნევენ ნაყოფის განვითარების დარღვევას (მუცლადყოფნის პერიოდში), ეკოლოგიურ ფაქტორებს, მშობლების პროფესიული საქმიანობის ზოგიერთ მავნე ფაქტორს.
 
 
შეუძლიათ თუ არა ექსტრასენსებსა და ექიმბაშებს განკურნონ ბავშვი ავთვისებიანი სიმსივნისგან?
ექიმბაშებისა და ექსტრასენსების დახმარების არც ერთ რეალურ შემთხვევას ჩვენ არ ვიცნობთ. პირიქით, ხშირად შევხვედრივართ, რომ ასეთი “სპეციალისტების” შემდეგ გვიანდება სპეციალიზირებულ კლინიკაში მკურნალობის დაწყება, რასაც ტრაგიკულ შედეგამდე მივყავართ. თუ ვინმეს აქვს სხვა გამოცდილება ჩვენ სიამოვნებით გავაანალიზებდით და განვსჯიდით.
 
 
როგორ აისახება ბავშვის ონკოლოგიური დაავადება მის ოჯახზე?
როგორც წესი ტრაგიკულად. ამიტომ რეაბილიტაციას საჭიროებს არა მხოლოდ ბავშვი, არამედ მთელი ოჯახი. ჩვენ ვთვლით, რომ ბავშვის სრული რეაბილიტაცია შესაძლებელი
 
 
რა არის ონკოლოგიურ დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაცია?
ონკოლოგიურ პაციენტებს უტარდებათ ხანგრძლივი და მძიმე მკურნალობა(ქირურგიული ოპერაცია, სხივური და ქიმიოთერაპია),რაც არღვევს სასიცოცხლო ორგანოების ფუნქციებს, დიდი ხნით წყვეტს ბავშვს თანატოლებისგან, აფერხებს სასკოლო განათლების, რაც შემდგომში მათ მთელ ცხოვრებას ასვამს დაღს. სპეციალიზირებული რეაბილიტაციური (აღდგენითი) ღონისძიებების დახმარებით შესაძლებელი ხდება მათი სოციალური ადაპტაცის ხელშეწყობა, რეგულირდება ფსიქოლოგიური და განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები-უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი