ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაცია

დონაცია

 

ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარები საერთაშორისო ასოციაცია მადლობელია ყველა იმ მხადაჭერის, რასაც ორგანიზაციები და საზოგადოება უწევს მას მიზნების და პროექტების განხორციელებისთვის. ლეიკემიის და მძიმე ჰემატოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების უკეთესი ცხოვრების ხარისხის უზრუნველსაყოფად ასოციაცია მუშაობს მშობელთა სახლის ფუნქციონირებისა  და ახალი პროექტების განვითარებაზე.
 
მათ, ვისაც სურს წვლილი შეიტანოს ასოციაციის საქმიანობაში, აქვს შესაძლებლობა, ერთის მხრივ თანხა გადმოირიცხოს მშობელთა სახლის სახელზე და ის მოხმარდება სახლის ფუნქციონირებას და განვითარებას, სახლის უზრუნველყოფას ყოველივე იმით, რაც ბავშვებს და მათ მშობლებს ესაჭიროებათ ყოველდღიურად, მკურნალობის პერიოდში. ასევე შესაძლებელია ფინანუსრი მხარდაჭერის აღმოჩენა პროექტების განვითარების სფეროში. არსებული და მომავალი პროექტები ფოკუსირებულია მკურნალობის თანამედროვე მეთოდების, განათლების, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის განვითარებასა და ლეიკემიისა და სისხლის სისტემის მძიმე დაავადებების მქონე პაციენტების და მათი ოჯახების საზოგადოებაში ინტეგრაციაზე.
 
ჩვენი საბანკო რეკვიზიტები:
 
 
პროკრედიტ ბანკი
 
მიზანი: მშობელთა სახლი ან პროექტების განვითარება
 
ანგარიშის ნომერი: GE69PC0053600100011814