ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაცია

მიზანი

 

ბავშვთა ასაკში ლეიკემიითა და ლიმფომებით დაავადებული პაციენტების გადარჩენის მაჩვენებელი, ბოლო 15-20 წლის მანძილზე რადიკალურად შეიცვალა. დღეს, თანამედროვე პოლიქიმითერაპიული მკურნალობის შედეგად, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა 70% იკურნება, ადრე ეს მაჩვენებელი 3-5%-ს არ აღემატებოდა.
 
ლეიკემიითა და ლიმფომით დაავადებულ ბავშვებს და მათ ოჯახებს ესაჭიროებათ უფრო მეტი, ვიდრე მკურნალობაა.
 
ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაცია მოუწოდებს ყველას, საქართველოსა თუ ქვეყნის გარეთ მოღვაწე ადამიანებს, ორგანიზაციებს,  კერძო პირებს გაუწიონ თანადგომა ასოციაციას, რათა მივაღწიოთ  ლეიკემიით დაავადებული ბავშვთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
 
 
ასოციაციის ძირითადი მიზნებია:
 
  • ბავშვთა ასაკის ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე პრინციპების დანერგვა და ხელშეწყობა;
  • ონკო-ჰემატოლოგიური პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, სოციალურ პრობლემებზე ზრუნვა, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა;
  • პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა – განათლება, დასაქმება და მათი უფლებების დაცვა.
 
 
ასოციაციის ხედვა
 
სრულყოფილი ზრუნვა ლეიკემიის და მძიმე ჰემატოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის შეიძლება განხორციელდეს შემდეგი აქტივობებით:
 
  • კოორდინირებული მოქმედება სხვა მსგავსი მიზნების მქონე ორგანიზაციებთან;
  • გამოცდილების და ცოდნის გაზიარება ონკო-ჰემატოლოგიის სფეროში;
  • პროფესიული განათლების ხელშეწყობა;
  • ოჯახის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელება, რათა შესაძლებელი გახდეს ბავშვთა ასაკის ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების პროგრამების სტრატეგიული განვითარება;
  • თანამშრომლობა ისეთ გლობალურ ორგანიზაციებთან, როგორიცაა გაეროს ბავშვთა ფონდი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, SIOP და ა.შ.