ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაცია

ისტორია

 

„ჩერნობილის ფონდი“-ს ხელმძღვანელი მედიცინის დოქტორი  ვალენტინ გერაინი  საქართველოში ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრის შექმნით 1993 წელს დაინტერესდა.  მარიკა შენგელიას პირადი მოწვევით იგი თბილისში ჩამოვიდა და გადაწყდა ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის ბავშვთა განყოფილების ბაზაზე (ხელმძღვანელი მედ. დოქტორი ლევან ბახტაძე) ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი შექმნილიყო.
 
საქართველოსა და გერმანიის სამთავრობო მოლაპარაკებების შედეგად, 1994 წელს მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი დაარსდა (ხელმძღვანელი პროფ. ასმათ შენგელაია).
 
ქართველი ექიმების დიდი ძალისხმევით დაინერგა ევროპული სტანდარტის შესაბამისი პოლიქიმიოთერაპიული BFM პროგრამა(ბერლინ, ფრაკფურტ, მიუნსტერი). ამ მეტად საპასუხიმგებლო საქმეში გარკვეული წვლილი შეტანა ქ. ფრანქფურტის/მაინის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორმა ბ. კორნჰუბერმა, რომელიც BFM პროგრამის ერთ-ერთი ავტორი იყო.
 
2000 წელს პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერის მიზნით დღის წესრიგში დადგა მშობელთა კავშირის შექმნა - ჩამოყალიბდა „ლეკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაცია“.
 
არასამთავრობო, არამომგებიანი კავშირი „ლეკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაცია“ რეგისტრირებულია ქ. თბილისში 2000 წელს (რეგისტრაციის №100330208), და თავის შემადგენლობაში ექიმებს, პაციენტებს, მათი ოჯახის წევრებსა და მოხალისეებს აერთიანებს.